
"ლოკომოტივის" ფეხბურთელებმა ცენტრში გეგმიური სამედიცინო შემოწმება გაიარეს
თბილისის "ლოკომოტივის" ფეხბურთელებმა პარტნიორ სამედიცინო დაწესებულება - ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში გეგმიური სამედიცინო შემოწმება გაიარეს.ქართული ფეხბურთის განვითარების საქმეში უმნიშვნელოვანესია სპორტული მედიცინის ხელშეწყობა და სპორტსმენების უახლესი ევროპული სტანდარტებით და რეკომენდაციებით მომზადება.