
საქველმოქმედო აქცია გურჯაანში
2 აპრილს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის კურორტ ახტალაში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფოსამსახურის ორგანიზებით, აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარეს.- კარდიოლოგის კონსულტაცია
- ექოკარდიოგრაფია
- ელექტროკარდიოგრაფია
- ლაბორატორიული კვლევები
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა.